„პირველად იტალიურ ენაზე შესრულდება ჩემ მიერ თარგმნილი სიმღერა „თბილისო“
იტალიაში მცხოვრები მთარგმნელი ნუნუ გელაძე ფეისბუქის გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს და ქართველ ემიგრანტებს მიმართავს:
„ვენეტოს რეგიონში მცხოვრებო თანამემამულენო, დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ ქალაქ ვენეციის გოლდონის სახელობის თეატრში გაიმართება ჩვენი დიდი რეზო გაბრიაძის სპექტაკლი „ალფრედი და ვიოლეტა“. პირველად იტალიურ ენაზე შესრულდება ჩემ მიერ თარგმნილი სიმღერა „თბილისო“. ძალიან ველოდი ამ მოვლენას, მაგრამ, მიზეზთა გამო, ვერ დავესწრები. იმედია, მერე, შთაბეჭდილებას გამიზიარებთ“, – წერს ნუნუ გელაძე.