ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, მერის მოადგილესთან, თურალ ვალიევთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ფარიზის, ცურტავისა და დაბა თამარისის მოსახლეობას შეხვდა და მათ მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად 2026 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შეარჩიეს.

მოსახლეობასთან შეხვედრას, ასევე, მერიისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები