ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალი: ევროპული კინოს ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული პავილიონი წარდგება
ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ ევროპული კინოს ბაზრობაზე (EFM) ეროვნული კინოცენტრი ტრადიციულად წარადგენს საქართველოს ეროვნულ პავილიონს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კინოცენტრის დელეგაცია 60-ზე მეტ ინდუსტრიულ შეხვედრას გამართავს. მათ შორის დაგეგმილია მოლაპარაკებები ლოკარნოს, კარლოვი ვარის, შანხაისა და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან, ასევე ანესის ანიმაციური ფილმების ფესტივალის ბაზრობის დირექტორთან.
15 თებერვალს, ევროპული კინოს ბაზრობის ფარგლებში, ქართველი რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის, ახალ სრულმეტრაჟიან ფილმს „მთვარე მამაა ჩემი“ უჩვენებენ.