კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული მხატვრის, მირიან შველიძის გარდაცვალების გამო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული მხატვრის, მირიან შველიძის გარდაცვალების გამო
მირიან შველიძემ 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი თეატრის მხატვრობის სპეციალობით. 1975 წლიდან იგი რუსთაველის თეატრის დამდგმელი მხატვარი იყო, ხოლო 1996 წლიდან ამავე თეატრის მთავარი მხატვარი. რუსთაველის თეატრში მის მიერ გაფორმებულ სპექტაკლებს შორის გამოირჩევა: ,,ყვარყვარე”, ,,ქალის ტვირთი”, ,,მეფე ლირი”, ,,ცხოვრება სიზმარია”, ,,ლამარა”, ,,მაკბეტი”, ,,კაცია-ადამიანი?!”, ,,ჰამლეტი”, ,,გოდოს მოლოდინში”, ,,დარისპანის გასაჭირი” და სხვა.
მირიან შველიძეს 1981 წელს რუსთაველის სახელობის პრემია, ხოლო 1997 წელს მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა, ასევე, 1998 წელს სანკტ-პეტერბურგის ფესტივალის, „ბალტიის სახლის“ გრანპრი გადაეცა სპექტაკლის „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი“ მხატვრული გაფორმებისთვის.
მხატვარი წლების განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობდა უცხოეთისა და საქართველოს თეატრებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები