ეროვნული გალერეა როკო ირემაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს

18 თებერვალს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში  მხატვარ როკო ირემაშვილის პერსონალური გამოფენა – „ბუფერული ინტერვალები“ გაიხსნება.
გამოფენა, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 18 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით გასტანს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ გალერეაში გამოფენის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის კურატორები არიან – ნინო გუჯაბიძე და ანა ჟვანია.
როკო ირემაშვილის საგამოფენო პროექტი „ბუფერული ინტერვალები“ მულტიმედიური პროექტია, რომელიც მხატვრის საკუთრებაში არსებულ 25 ნამუშევარს მოიცავს. მისი შემოქმედების მთავარი ხელწერა სხვადასხვა მედიების გამოყენებით ინტეგრირებული ნამუშევრების შექმნაა, რაც ამა თუ იმ შინაარსის ორიგინალურად და მძაფრად გადმოცემის საშუალებას იძლევა. პროექტ „ბუფერულ ინტერვალებში“ ადამიანის თავისუფლებისკენ სწრაფვა და მუდმივი წინაღობების გადალახვის პროცესია ასახული, ასევე, ნამუშევრები „თავისუფლების“ თემით მანიპულაციის საფრთხეების შესახებაც მოგვითხრობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები