პარლამენტის თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი 26 იანვარს დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

‘’დელეგაციაში ასევე შედიან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე – ლაშა დარსალია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები