25 იანვრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 667 808 აცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 25 იანვრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 667 808 აცრა.

“მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 322 175, >18 ასაკის მოსახლეობის 46.0%. სრულად ვაქცინირებულია 1 210 361 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 42.1%. ბუსტერ დოზით აცრილია 133 109. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 797 (2.14%) სრულად აცრილია -2 646 (1.49%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 364 (15.25%) სრულად აცრილია- 10 768 (13,28%). 24 იანვარს ჩატარდა 8 634 აცრა.

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები