ლევან მახაშვილი: არსებობს აშშ-ისა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება ურთიერთობების გადატვირთვის და ამ ნებას წინ ვერაფერი დაუდგება
“არსებობს აშშ-ისა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება ურთიერთობების გადატვირთვის,” – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„ამით დასრულდა ერთგვარი კრიზისული სიტუაცია, ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ უკვე გადავედით პოზიტიური დღის წესრიგის ფორმატში. მთავარი, რაც საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, არის ის, რომ არსებობს ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის პოლიტიკური ინტერესი და პოლიტიკური ნება ურთიერთობების გადატვირთვის, და ამ ნებას წინ ვერაფერი დაუდგება“, – აცხადებს მახაშვილი.