ტრამპი პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის იდეას მხარს უჭერს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის  შეხვედრა კარგ იდეად მიაჩნია.

„ვფიქრობ, შესანიშნავი იქნებოდა, თუ ისინი შეხვდებოდნენ“, – განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ მოსკოვი და კიევი მშვიდობის მისაღწევად კომპრომისებზე წავლენ.

„ისინი კომპრომისებზე წავლენ. მე შევთავაზე ეს კომპრომისები. მე ძალიან მტკიცედ ვამბობდი, რომ მათ ეს უნდა დაასრულონ. თუმცა, მინდა, რომ თითოეული მათგანი გარკვეულ კომპრომისზე წავიდეს. ვფიქრობ, ისინი ამას გააკეთებენ”,- აღნიშნა მან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები