ლევან მახაშვილი – სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნაზე: ყველა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, თანხმდება იმაზე, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი, სამწუხაროა, რომ კანონის ძალით გვიწევს ამის გაკეთება

წლების განმავლობაში რადიკალიზაციის თესვამ მიიყვანა სახელმწიფო იმ მდგომარეობამდე, რომ უფრო ეფექტიანად აღასრულოს ეს მიმართულება, ვგულისხმობ იმას, რომ შეიქმნას ისეთი გარემო სახელმწიფოში, სადაც ყველას შეეძლოს ერთმანეთთან საჯაროდ, კონსტრუქციულად საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, მაგრამ სახელმწიფოს უწევს კანონის ძალით სიძულვილის ენის დამარცხება.

„საზოგადოება, ყველა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, თანხმდება იმაზე, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. სამწუხაროა, რომ კანონის ძალით გვიწევს ამის გაკეთება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები