გურამ მაჭარაშვილი: საქართველო – აშშ-ის პოზიციები დადებით კონტექსტშია დაფიქსირებული
“საქართველო – აშშ-ის პოზიციები დადებით კონტექსტშია დაფიქსირებული,”- ამის შესახებ “ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ორივე მხარის პოზიცია დადებით კონტექსტშია დაფიქსირებული. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ნელ-ნელა, პოზიციები შეჯერდება. ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რა პოლიტიკაც წამოვიწყეთ 2022 წელს, როდესაც ვთქვით, რომ ხასიათი უნდა გამოვაჩინოთ და არ უნდა ავყვეთ სხვა სახელმწიფოს, რათა პროქსი ომი, როგორც ეს უკრაინაში შეძლეს, ისე არ იყოს საქართველოში”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.