სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

Screenshot

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა ლაგოდეხის სამმართველოს სექტორ ,,მაწიმის” და წითელი ხიდის სამმართველოს სექტორ „ვახტანგისის“ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ქვეითად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში შემოვიდნენ.

“გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული ორი პირის მიმართ გატარდა საემიგრაციო პროცედურები, რის შედეგადაც განხორციელდა მათი ქვეყნიდან გაძევება,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები