მაკა ბოჭორიშვილი: ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორივე მხრიდან იმისათვის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში იყოს დანახული
“ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორივე მხრიდან იმისათვის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში იყოს დანახული, “ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვმუშაობთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარესთან, თუ რა უნდა იყოს საქართველოსა და აშშ-ს შორის განახლებული ურთიერთობის შინაარსი და როგორ უნდა განვავითაროთ ეს ურთიერთობები. უახლოეს მომავალში, იმედი გვაქვს, რომ კიდევ გვექნება შესაძლებლობა უფრო მეტად ვისაუბროთ სწორედ ამ შინაარსობრივ ნაწილზე. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო არის მზად ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჰქონდეს შინაარსიანი ურთიერთობები, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ურთიერთობები უნდა ასახავდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და რა თქმა უნდა აშშ-ის ინტერესებს და ეს ურთიერთობები, პირველ რიგში უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. ჩვენ ვხედავ იმ განწყობას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ეს არის მიღწევადი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.