ზელენსკის პუტინთან შეხვედრა თუ სურს, ნებისმიერ დროს შეუძლია მოსკოვში ჩამოსვლა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„დიახ, ჩვენ ვნახეთ [ზელენსკის წერილი]. მან ის უზბეკეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გამოაქვეყნა და პრეზიდენტს ჯერ არ ჰქონია მისი განხილვის შესაძლებლობა. ზელენსკის შეუძლია, მოსკოვში ჩამოსვლა ნებისმიერ დროს. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ თუ ზელენსკის საუბარი სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩამოსვლა და ამის გაკეთება“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ღია წერილი გაუგზავნა. წერილში ზელენსკი აღნიშნავს, რომ ომი უნდა დასრულდეს და პუტინს სთავაზობს, მოლაპარაკებებისთვის შეხვედრის კონკრეტული თარიღი განსაზღვრონ.