თამარ ჩერგოლეიშვილი: მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია, მისი დრო დიდი ხანია წავიდა, ერთი გარეცხვაა მისგან დარჩენილი

მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია, რომლის დროც დიდი ხანია წავიდა, – ასე ეხმაურება „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს სოციალურ ქსელში.

როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, ყოფილმა პრეზიდენტმა პოლიტიკური ინსტინქტი სრულად დაკარგა და მისი დრო პოლიტიკაში დიდი ხანია ამოწურულია.

„გვარამიას პოსტის სულისკვეთებას ვეთანხმები.

უბრალოდ მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია (მიუხედავად იმისა, გვარამიას რად ეჩვენება), რომელმაც პოლიტიკური ინსტინქტი მთლიანად დაკარგა და საკუთარი დელუზიური ახირებების ტყვეობაში არა მხოლოდ თავს, არამედ ყველას ანადგურებს, ვინც მასთან საქმეს იჭერს.

მისი დრო დიდი ხანია წავიდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ – ძალმომრეობით, შანტაჟით და ბიძინას დახმარებით ტივტივებს და ბიძინასთან ერთად ისიც გაქრება – ერთი გარეცხვაა მისგან დარჩენილი.

ამომრჩეველი გააქრობს, თორემ მე მხოლოდ სამართლიანი წესებით ვაპირებ მასთან მოპყრობას“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები