ზურაბ ქადაგიძე – “ნაცმოძრაობას”: მიშას სასამართლოები და ჟორიკას აქციები გეყოფათ, ხოლო გაზაფხულიდან ბაჩო ახალაია შემოგიერთდებათ და იმას “ჰუმანური” მარშები ჩაატარებინეთ

“ჟორიკა რურუამ ჩაატარა აქცია კულტურის სამინისტროსთან… ნიკა რურუას მინისტრობის დროს,რომ გრიალებდა ნაც-მოძრაობა და განსაკუთრებით ჟორიკა ყველამ იცის ჟორიკა რურუამ ჩაატარა აქცია კულტურის სამინისტროსთან”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გიორგი რურუას მიერ გამართულ საპროტესტო აქცია, რომელიც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანის წინააღმდეგ გამართა. ,,ნიკა რურუას მინისტრობის დროს,რომ გრიალებდა ნაც-მოძრაობა და განსაკუთრებით ჟორიკა ყველამ იცის… “ფეიკ-გამოფენებს” რომ აწყობდნენ ძმები რურუები და მერე ექსპონატები ქრებოდა ან იკარგებოდა ეგეც ვიცით… მოკლედ, რურუას აქციები ატარებინეთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement და ხელისუფლებაში მოსვლის 0.01% იც კი გაგიქრებათ… რურუასთან ერთად ბატონი გაგოშიძეც ყოფილა,რომელიც თავისუფლებას ითხოვს. ნეტა ვისგან ან რისგან? მთელი ოჯახი ბიუჯეტის ფულზე,რომ გიზით და კიდევ რაღაც აბსურდულ მოთხოვნებს აყენებთ ბატონო იულონ ცოტა უხერხულობას ვერ გრძნობთ? რამე ვალი აქვს ქვეყანას თქვენი და თქვენი ოჯახის? P.S. კარგია,რაც მეტი მარგინალი მოახდენს ნაც-მოძრაობის პრეზენტირებას…ჯერჯერობით მიშას სასამართლოები და ჟორიკას აქციები გეყოფათ,ხოლო გაზაფხულიდან ბაჩო ახალაია შემოგიერთდებათ და იმას “ჰუმანური” მარშები ჩაატარებინეთ…”,- წერს ქადაგიძე facebook -ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები