ლევან იოსელიანი: ისეთი პოლიტიკოსები, როგორიც შალვა ნათელაშვილია, პოლიტიკურ დისკვალიფიკაციას იმსახურებენ

“ის იყო პარლამენტის წევრი, პარლამენტის შენობაში ფეხი არ დაუდგამს, თითი თითზე არ დაუდია, თუმცა, ბიუჯეტიდან 5 მილიონზე მეტი აქვს გატანილი. ეს სამარცხვინო საქციელია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

“მოქალაქეების” დეპუტატის თქმით, შალვა ნათელაშვილი პარლამენტარის მანდატს არ იმსახურებს.

“შალვა ნათელაშვილს 2008 წლიდან დღემდე ბიუჯეტიდან 5 მილიონ 113 ათასი ლარი აქვს წაღებული ისე, რომ პარლამენტში ერთხელ არ მოსულა. ის იყო პარლამენტის წევრი, პარლამენტის შენობაში ფეხი არ დაუდგამს, თითი თითზე არ დაუდია, თუმცა, ბიუჯეტიდან 5 მილიონზე მეტი აქვს გატანილი. ეს სამარცხვინო საქციელია! თუ ის ამ თანხას დააბრუნებს, მაშინ შეიძლება, ვიფიქროთ, რამდენად ლეგიტიმურია ნათელაშვილის პარლამენტში შემოსვლა. არ ვფიქრობ, რომ მანდატი გაძლევს უფლებას, ასე ხარჯო ხალხის ფული და ბიუჯეტის ფული პარტიულად თუ პერსონალურად სახლში წაიღო. დაუსვით კითხვა, როდის აპირებს, დააბრუნოს 5 მილიონ 113 ათასი ლარი? ისეთი პოლიტიკოსები, როგორიც შალვა ნათელაშვილია, პოლიტიკურ დისკვალიფიკაციას იმსახურებენ და მათი დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის. შალვა ნათელაშვილი იყო ყველაზე უტაქტო მაკრიტიკებელი ყველა იმ ადამიანის, ვინც პარლამენტში შევიდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მან ყველა თავის სიტყვას გადააბიჯა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები