მექსიკაში ჟურნალისტი მოკლეს

მექსიკაში, ტიხუანაში საპოლიციო ქრონიკის რეპორტიორი მოკლეს.

ამის შესახებ Cadena Noticias იტყობინება, რომელშიც მოკლული ჟურნალისტი მუშაობდა.

გამოცემის ცნობით, მარგარიტო მარტინეს ესკიველს სახლიდან გასვლისას დილით ესროლეს.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა, ამ საკითხზე ოფიციალური პოზიცია ჯერ არ არსებობს, – წერს მედიასაშუალება მოკლულის ცოლზე დაყრდნობით.

მარტინესი თანამშრომლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცემებთან, როგორც მწერალი და ფოტოგრაფი და მუშაობდა რეგიონული დანაშაულის თემებზე.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მექსიკაში შვიდი ჟურნალისტი მოკლეს, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები