NYT: რუსეთს კიევიდან და ლვოვიდან დიპლომატები მასობრივად გაჰყავს
რუსი დიპლომატები უკრაინის დატოვებისთვის ემზადებიან. ბრძანება რუსეთის ორი საკონსულოს თანამშრომლებმა მიიღეს.
ამის შესახებ The New York Times-ი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
აღინიშნება, რომ კიევსა და ლვოვში რუსეთის საკონსულოებს 30-მდე თანამშრომელი უახლოეს მომავალში დატოვებს.
ამასთან, 5 იანვარს უკრაინა 18-მა ადამიანმა უკვე დატოვა – ძირითადად, რუსი დიპლომატების შვილებმა და ცოლებმა.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მთავრობა საელჩოს თანამშრომელთა ოჯახის წევრების ევაკუაციისთვის ემზადებოდა დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში“, – დაადასტურა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.
ვაშინგტონში ასევე აღნიშნეს, რომ მოსკოვს „ჯერ კიდევ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინაში „შეჭრის“ შესახებ”.