თამარ გაბუნია: ქვეყანაში ეპიდვითარება რთულია, გარდაცვალების მაჩვენებელი კი – უკიდურესად საყურადღებო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია.
მისივე თქმით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი უკიდურესად საყურადღებო.
„ეპიდემიური მდგომარეობა რთულია. 5000-ზე მეტი შემთხვევა იყო დაფიქსირებული გასული 24 საათის განმავლობაში. გარდაცვალების რაოდენობამ გადააჭარბა 50-ს, რაც უკიდურესად საყურადღებოა. ჰოსპიტალში მობილიზებულია 8871 საწოლი, აქედან დაკავებულია 6648, მათ შორის, 1640 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 338 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამასთან, ფუნქციონირებს კოვიდსასტუმროები და 45 ათასამდე პაციენტი იმყოფება ბინაზე ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა გაბუნიამ.