საქართველოს ბანკის მომხმარებლები 5, 6 და 7 ივნისს, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ

5, 6 და 7 ივნისს, ბაზარი ორბელიანზე, (ვეკუას 3) ქალი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ღონისძიება საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით ხორციელდება.

გამოფენა-გაყიდვა ქალი მეწარმეების მხარდაჭერასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად. მასზე წარმოდგენილი იქნება საკვები პროდუქტები, ხელნაკეთი თუ საყოფაცხოვრებო ნივთები.

გამოფენა-გაყიდვა 12:00-დან 20:00-მდე გაიმართება. ის ფიზიკური პირი, ვინც გამოფენაზე პროდუქციას საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით შეიძენს, 30%-იან ქეშბექს მიიღებს (მაქსიმუმ 50 ლარი).

შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალით ისარგებლოთ. ქეშბექი კი ანგარიშზე მომენტალურად აისახება.

შეთავაზება ვრცელდება შემდეგ ობიექტებში გადახდისას:

• LILE

• Rcheuli

• Akhvlediani ceramics

• Lecobs

• Tilisma

• Lucy’s Toys • ლუსის სათამაშოები

• კომბლე

• MaNo – Leather accessories

• Strawberro

• თვითშემეცნებითი დღიურები

• myceramics

• მაკულინას ხელნაკეთი სათამაშოები

• BE

• RAMA

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში – პარასკევიდან კვირის ჩათვლით – სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, რათა მათ საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიას წარუდგინონ.

შეთავაზების შესახებ დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს. R

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები