თენგიზ შარმანაშვილი: ყოველთვის ვამბობდით, რომ ვინც ჩვენთან დაჯდება, როგორც თანასწორ პარტნიორთან და დაიწყებს საკითხების გარკვევას, ჩამოვართმევთ ხელს – ამ ეტაპზე ამერიკა ზუსტად ამ გზას დაადგა

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვინც ჩვენთან დაჯდება, როგორც თანასწორ პარტნიორთან და დაიწყებს ჩვენთან საკითხების გარკვევას, ჩვენ მისი მიმართულებით ხელი ყოველთვის გვექნება გაწვდილი და ჩამოვართმევთ ხელს. ახლა, ამ ეტაპზე ამერიკა ზუსტად ამ გზას დაადგა და დაიწყო ეს ურთიერთობები”,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

“დანარჩენი დეტალებია. ვთქვათ, უილსონმა თავისი ლობისტური შეხედულებების გამო და მერკანტილური, რაღაც ჯგუფური ინტერესების გამო, რა ჰკითხა, მერე როგორ დელიკატურად უპასუხა და ასე შემდეგ. მთავარი ერთია, რომ ამ რადიკალური ოპოზიციის ძალიან დიდმა ნაწილმა ის გზავნილები, რომელიც აშშ-იდან წამოვიდა, ვერ გაიგო და არ გაიგო, რადგან იმ რადიკალურ წრეებთან არიან დაკავშირებულები, რომელიც ამას ეწინააღმდეგებიან. მე მაინც მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ეს საკითხი წინ წაიწევს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები