თამარ გაბუნია: შესაძლებელია, ნებისმიერი სხვა შტამი გავრცელდეს და აქაც ისევ და ისევ გადაზღვევის გზა არის ვაქცინაცია

“ახალი შტამი ცირკულირებს, ვიცით ეს ამბავი და იმასაც საუბრობენ მეცნიერები, რომ ახალ ვარიაციას შესაძლოა, უფრო მეტი დამაზარალებელი ზემოქმედება ჰქონდეს. საბედნიეროდ, საქართველოში, ჯერჯერობით, აღმოჩენილი არ არის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღემდე ცნობილი შტამებისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა ვაქცინაციაა.

“ახალი შტამი ცირკულირებს, ვიცით ეს ამბავი და იმასაც საუბრობენ მეცნიერები, რომ ახალ ვარიაციას შესაძლოა, უფრო მეტი დამაზარალებელი ზემოქმედება ჰქონდეს. საბედნიეროდ, საქართველოში, ჯერჯერობით, ეს შტამი დადგენილი და აღმოჩენილი არ არის. რა თქმა უნდა, რისკები არსებობს, როგორც ეს დელტა შტამის შემთხვევაში მოხდა, ასევე, შესაძლებელია, ნებისმიერი სხვა შტამი გავრცელდეს და აქაც ისევ და ისევ გადაზღვევის გზა არის ვაქცინაცია. მეცნიერები საუბრობენ, რომ ვაქცინაცია იცავს ყველა დღემდე ცნობილი შტამებისგან, რაც აღმოჩნდა სხვადასხვა ქვეყანაში და ცირკულირებს, ამდენად, აქაც გამოსავალი არის ვაქცინაცია”, – აცხადებს თამარ გაბუნია “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები