გიორგი სვანიძე თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის გახსნას დაესწრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის – “მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის”გახსნას დაესწრო. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორდღიანი ფორუმი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის
ორგანიზებით 4-5 ივნისს იმართება და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, პარლამენტის,
დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ასევე ქართველ და უცხოელ ექსპერტებს აერთიანებს.

“ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური
განვითარების, ინოვაციების, ხელოვნური ინტელექტის, ენერგეტიკის, განათლების, ურბანული განვითარების, ინვესტიციებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების საკითხები.

ღონისძიება წარმოადგენს გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც ქვეყნისა და რეგიონის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები