მედია: საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები გაიწვია
საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (DGSE) თბილისში მყოფი რამდენიმე თანამშრომელი პარიზში გაიწვია. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Intelligence Online იუწყება.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში ჯაშუშობის საქმეზე რამდენიმე პირი დააკავა და უცხოური სპეცსამსახურების საქმიანობასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
Intelligence Online-ის ინფორმაციით, ფრანგულმა მხარემ თბილისში მოქმედი ორი დაზვერვის ოფიცრის გაწვევა გადაწყვიტა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ მოვლენამ პარიზსა და თბილისს შორის დამატებითი დაძაბულობა გამოიწვია.