კობა ნაყოფია: სააკაშვილი იღებს პრეპარატებს და სითხეს, ამ სიაში არ არის არც ქაბაბი და არც ხინკალი – შეუძლიათ, გამოაქვეყნონ და გვაჩვენონ, თუ ის რამეს ჭამს

“გარდა იმ სიისა, რა სიაც მას კონსილიუმმა მიაწოდა, სააკაშვილი არაფერს იღებს. იღებს პრეპარატებს და სითხეს. ამ სიაში ნამდვილად არ არის არც ქაბაბი და არც ხინკალი”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, კობა ნაყოფიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ციხის ტერიტორიაზე სააკაშვილის გადაადგილება სრულად კონტროლდება.

„მხნედაა. პოლიტიკურ ფორმას ის ნამდვილად ინარჩუნებს. გუშინ კობახიძემ თქვა – ჭამსო და მსგავსი რაღაცები, უკვირთ, ამდენი დღე ადამიანი ასე რომ ძლებს. გარდა იმ სიისა, რა სიაც მას მიაწოდა კონსილიუმმა, არაფერს არ იღებს. ამ სიის შემადგენლობაში შედის ისეთი რამ, როგორიც არის კალიუმი, ფოსფორი და ა.შ. პრეპარატები და სითხე არის, რასაც ის ღებულობს. გარდა ამისა მიხეილ სააკაშვილი არაფერს არ ღებულობს. ამ სიაში ნამდვილად არ არის არც ქაბაბი და არც ხინკალი. ამავე დროს, იქ, სადაც სააკაშვილი იმყოფება, ყველგანაა კამერები, საპირფარეშოშიც კი. ასევე, ყველგან აყენია ხმის ჩამწერი კამერები. ასე რომ, მისი გადაადგილება სრულად კონტროლდება ციხის ტერიტორიაზე. ძალიან კარგად იციან, რას მიირთმევს და რას არ მიირთმევს სააკაშვილი. თუ ასეთი რაიმე აქვთ, შეუძლიათ, გამოაქვეყნონ და გვაჩვენონ, თუ ის რამეს ჭამს”, – განაცხადა ნაყოფიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები