ამირან გამყრელიძე: ლატარიამ გარკვეულწილად იმუშავა, მაგრამ რომ გითხრათ, ძალიან დიდი სტიმული მისცა, არა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წამახალისებელ ლატარიას ვაქცინაციის გაზრდისთვის დიდი სტიმული არ ჰქონია.

მისივე თქმით, ახალი წამახალისებელი ღონისძიებების შემოღება იგეგმება.

“გარკვეულწილად იმუშავა, მაგრამ რომ გითხრათ,  ძალიან დიდი სტიმული მისცა ლატარიამ, ნამდვილად არა. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა უწყებებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ახალ წამახალისებელ ღონისძიებებზე. ეს ძირითადად მიმართულია ხანდაზმული მოსახლეობისადმი, სადაც უფრო მეტი გვინდა, იყოს აცრილი”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები