გია აბაშიძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების თემაზე პროტესტი პოლიტიკანური მიზნებისთვის ესაჭიროებოდათ და ახლა თავს ესხმიან მათ მშობლებს, რადგან მთავრობასთან კონსენსუსი შედგა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების თემაზე პროტესტი პოლიტიკანური მიზნებისთვის ესაჭიროებოდათ და ახლა თავს ესხმიან მათ მშობლებს, რადგან მთავრობასთან კონსენსუსი შედგა, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში დაწერილი იმ მწვავე კომენტარების შესახებ, რომელიც მშობლების მიმართ გაჟღერდა.
„უბოროტესი ნაცსექტის მორიგი თვითლუსტრაცია – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების თემაზე პროტესტი პოლიტიკანური მიზნებისთვის ესაჭიროებოდათ და ახლა თავს ესხმიან მათ მშობლებს, რადგან მთავრობასთან კონსენსუსი შედგა.
ალბათ, ცოდვათა ჩამონათვალში, რომელზეც არაფერი გაქვს მოსანანიებელი, უნდა იყოს “ნაცთმოძულეობა”. ამ ავსულების საშველი არასდროს იქნება, რადგან არაადამიანებისგან შემდგარი მარგინალთა ხროვაა“, – წერს აბაშიძე.