მიხეილ სააკაშვილი – ვიოლა ფონ კრამონს: მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია

“სანამ მედიაციის ახალ რაუნდზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ, დაასრულოთ პირველი მედიაცია, საიდანაც ივანიშვილი გავიდა”, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას.

სააკაშვილის თქმით, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია.

“სანამ მედიაციის ახალ რაუნდზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ, დაასრულოთ პირველი მედიაცია, საიდანაც ივანიშვილი გავიდა. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას, თუმცა, ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია”, – წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით: “ევროკავშირს არ გააჩნია არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება ბატონი სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში. მე და ჩემმა კოლეგებმა ყოველივე ეს მკაფიოდ განვუმარტეთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბოლოდროინდელი შეხვედრების დროს. ამ პოზიციას ასევე ფართოდ იზიარებენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები