გიორგი გახარია – “ქართულ ოცნებაზე”: მადლობა ღმერთს, 9 თვეა, იქ აღარ ვარ

„მადლობა ღმერთს, 9 თვეა, იქ აღარ ვარ”, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, “საქართველოსთვის” ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ “ქართულ ოცნებაზე” საუბრისას განაცხადა.

გახარიას თქმით, მისთვის მთავარი მოქალაქეებთან საუბარი და ის მხარდაჭერაა, რომელიც ქვეყანაში ცვლილებების დასაწყებადაა საჭირო.

„მადლობა ღმერთს, 9 თვეა, იქ („ქართულ ოცნებაში“) აღარ ვარ. იქ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება, ვინ მოჰყავთ, ვინ მიჰყავთ, წარმოდგენა არ მაქვს და არც მაინტერესებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც მივყვებით და ეს გეგმა არ შემოიფარგლება მუნიციპალური არჩევნებით, ის ბევრად უფრო გრძელვადიანია და ჩემთვის მთავარია მოქალაქეებთან საუბარი, რათა მივიღოთ ის მხარდაჭერა, რომელიც საკმარისია ქვეყანაში ცვლილებების დასაწყებად. ვიღაცას თუ უნდა, რომ მე რაღაც დამაბრალოს, ადამიანები ყველაფერს ხედავენ. მე თბილისში დაბადებულ-გაზრდილი, სენაკში ბავშვობაგატარებული ვარ და ხალხი ძალიან კარგად მიცნობს. ყველამ იცის, მე რა გამიკეთებია და ჩემი სიტყვის ფასი რა არის“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები