“სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში, ქართველი ხალხი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მას იქ დიდხანს არ დატოვებენ” – რომან გოცირიძე

“სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში. ქართველი ხალხი, ანუ ამომრჩეველი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიხეილ სააკაშვილს ციხეში დიდხანს არ დატოვებენ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, სააკაშვილის გადაწყვეტილება არის წინასაარჩევნო გარემოებით მოტივირებული.

“საკითხი არის ძალიან მარტივად, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში. ქართველი ხალხი, ანუ ამომრჩეველი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიხეილ სააკაშვილს ციხეში დიდხანს არ დატოვებენ. მისი გათავისუფლება იქნება დროის საკითხი. როგორც შინ, ასევე გარეთ ყველამ იცის, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და გამოტანილი განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული. ამ მოცემულობით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იქნება ძალიან მოკლე ხნით. როდესაც საუბარია მის ჩამოსვლაზე და არჩევნების კონტექსტში, ბუნებრივია, მისი გადაწყვეტილება არის მოტივირებული წინასაარჩევნო გარემოებით. ეს მისი პერსონალური გადაწყვეტილებაა. ის პოლიტიკურად დევნილია და ამ 8-წლიანი უსამართლო დევნილობის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ გადადგას ასეთი ნაბიჯი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები