ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს პრეზიდენტის როლი მომდევნო კვირებში შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს
ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლი მომდევნო კვირებში შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს.
ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
„საქართველოს პრეზიდენტის მნიშვნელოვანი განცხადება, მისი როლი შესაძლოა, მომდევნო კვირებში გადამწყვეტი იყოს“, – წერს გერმანელი ევროდეპუტატი.
