ნიკა მელია: როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ნდობა აღარ აქვთ და ფიქრობენ, მას შეუძლია, ერთი ხელმოწერით შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ყველა ბრალი გაქარწყლდეს
“როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ნდობა აღარ აქვთ და ფიქრობენ, მას შეუძლია, ერთი ხელმოწერით შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ყველა ბრალი გაქარწყლდეს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
“რატო ავალებს “ქართული ოცნება” რამდენიმე პროკურორს, რომ ახალი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ნიადაგი მოამზადონ ახალი ბრალისთვის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ – ეს “ქართულ ოცნებას” უნდა ჰკითხოთ, მაგრამ მგონია, რომ აზრი არ აქვს, რადგან პასუხის გასაცემად დროც კი აღარ ექნებათ. სულ რამდენიმე დღე დარჩათ. ვფიქრობ, ეს მიუთითებს მათ პანიკურ გამოხტომაზე. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ნდობა აღარ აქვთ და ფიქრობენ, მას შეუძლია, ერთი ხელმოწერით შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ყველა ბრალი გაქარწყლდეს”, – აცხადებს ნიკა მელია.