კალაძე: არჩევნები მშვიდ ვითარებაში უნდა ჩატარდეს, არავის უნდა მიეცეს პროვოკაციების მოწყობის შესაძლებლობა

თბილისის მოქმედი მერისა და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, თუ 2 ოქტომბრის არჩევნებში პროვოკაციის ფაქტების დაფიქსირდება, ამას მკაცრი რეაგირება მოჰყვება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს.

„არჩევნები მშვიდ ვითარებაში უნდა ჩატარდეს. არავის უნდა მიეცეს პროვოკაციების მოწყობის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ექნებათ მცდელობები. ჩვენ ვიცით, მათი ხელწერა რა არის, ამიტომ, ყველაფერს მოჰყვება მკაცრი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები