კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას პირველ ტურში მოვიპოვებთ

თბილისის მოქმედი მერისა და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, მისთვის საუკეთესო წინასაარჩევნო კვლევა მოსახლეობის მხარდაჭერაა, რომელსაც ის ყოველდღიურად გრძნობს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ გამარჯვებას პირველივე ტურში შეძლებს.

„მეამაყება და ბედნიერი ვარ, რომ ამხელა თანადგომა მაქვს თბილისელების მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არჩევნებშიც აისახება. დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას პირველ ტურში მოვიპოვებთ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები