კალაძე: ხალხი წყვეტს, კოალიციური უნდა იყოს მთავრობა თუ არა

თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, კოალიციური მთვრობის საკითხი არც პრეზიდენტის და არც მისი გადასაწყვეტია. როგორც კალაძემ აღნიშნა, ამას საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს.

„ეს არც ქალბატონი პრეზიდენტის და არც ჩემი გადასაწყვეტია. ამას წყვეტს ხალხი – ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი, კოალიციური უნდა იყოს მთავრობა თუ არა. 2024 წელს ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა – კახა კალაძე ან სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა კალაძემ.

აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში კოალიციური მთავრობა აუცილებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები