გორში ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატის ვაჟი გამოკითხვაზე იმყოფება
გორში, “ნაციონალური მოძრაობის” მერეთის თემის მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ბიძინაშვილის შვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.
“Kvira.ge”-ს ინფორმაციით, საქმე ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტს ეხება.
თუმცა, “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა მანამდე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ლუკა ბიძინაშვილი პოლიტიკური ნიშნით გაიტაცეს და მაჟორიტარობის კანდიდატის ვაჟის გამოკითხვაზე გადაყვანას სწორედ მომხდარ ფაქტს უკავშირებენ.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს საქმის მოკვლევა და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.