ირაკლი ღარიბაშვილი, ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით, ბაქოში მიემგზავრება

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ, 29 სექტემბერს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ბაქოში ჩავა.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია საქართველოს საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოში აღნიშნავენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში.

ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება აზერბაიჯანის პრემიერმინისტრს, პარლამენტის სპიკერსა და სხვა ოფიციალურ პირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები