გიგა ბოკერია: ჩემთვის არ იცვლება ამოცანა იმის მიხედვით, თუ რას იტყვის მიხეილ სააკაშვილი

“ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ჩვენი გუნდისთვის, და ჩემი აზრით, მთლიანად საზოგადოებისთვის არ იცვლება ამოცანა იმის მიხედვით, რას იტყვის და გააკეთებს მიხეილ სააკაშვილი, ჩამოვა თუ არა და როდის ჩამოვა”, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, ახლა მთავარი არჩევნებია.

„ჩემი აზრით, ნებისმიერი სხვა საუბარი ამ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში არის ამ ფოკუსის დაკარგვა. ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი და ნებისმიერი სხვა ფიგურა, ან როდის ჩამოვა, ჩვენს ვალს ცვლის? ჩვენი ამოცანაა მათი დარწმუნება, რომ მივიდნენ არჩევნებზე, ვინც ხედავს, ივანიშვილის რეჟიმი როგორი კატასტროფაა მისი მომავლისთვის და ყველასთვის, მაგრამ არის იმედგაცრუებული, რწმენა არ აქვს. ყველაფერი დანარჩენი არის ამის შემდეგ და ამის შემდეგ უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ცნობისათვის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოვა. მან სოციალურ ქსელში ნაყიდი ბილეთიც გამოაქვეყნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები