ირაკლი ქადაგიშვილი: თქვენი ტელევიზიები ამ პრეზიდენტს ეძახდნენ „ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის მონას – მონა აღარ არის პრეზიდენტი?!

„გახსოვთ, თქვენი ტელევიზიები ამ პრეზიდენტს ეძახდნენ „ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის მონას. აღმოჩნდა, რომ ჩვენ თურმე მონებს კი არა, რეალურ პოლიტიკოსებს ვუჭერთ მხარს”, – ასე უპასუხა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა კითხვას, რას ნიშნავს, როცა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე საუბრობს.

მისი თქმით, ერთპარტიული მმართველობა მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით დასრულდება.

„გახსოვთ, თქვენი ტელევიზიები ამ პრეზიდენტს ეძახდნენ „ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის მონას. აღმოჩნდა, რომ ჩვენ თურმე მონებს კი არ ვუჭერთ მხარს, რეალურ პოლიტიკოსებს ვუჭერთ. ეს ერთი და მეორე – ერთპარტიული მმართველობა დასრულდება მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება საპარლამენტო არჩევნებზე, ამას გულისხმობს ყოველ შემთხვევაში, საქართველოს კანონი და კონსტიტუცია, პრეზიდენტიც, ალბათ, ამას გულისხმობდა”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები