ირაკლი ლატარია: ან ირჩევ განვითარებას, ხვალინდელ დღეს, ან – ხელს უწყობ სააკაშვილსა და ახალაიებს წარსულში დაგვაბრუნონ

“მოგვიახლოვდა არჩევნები და რას ვხედავთ რეალურად? გამოკვეთილია კვლავ ორი პოლუსი, “ოცნება” და “ნაცები”. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის რეალობა, სამწუხარო რეალობა. 9 წელი გავიდა და, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერა და ვერ შეიქმნა ის ძალა, რომელიც შეძლებს, ჩაანაცვლოს მკვლელი და ქართველთმოძულე ნაცები”,  – ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია წერს.

„სამწუხაროდ, გვაქვს მოცემულობა, თუ არ აძლევ ხმას “ოცნებას”, გინდა თუ არ გინდა, ძლიერდება “ნაციონალური მოძრაობის” ფრთა, ის ფრთა, რომელმაც შეიწოვა ყველა ის პარტია, ვინც დღეს ოპონირებს. მე პირადად შორს ვდგავარ იმ აზრისგან, რომ თუ არ გინდა “ოცნება”, აუცილებლად ხარ “ნაცი”, მაგრამ საკმაოდ გააზრებულად შემიძლია, ვისაუბრო იმაზე, რომ დღეის მონაცემებით ნებისმიერი ანტი-ოცნება ხმა, მიდის ნაცების კალათაში. მინდა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია გამოვიდეს, დააფიქსირონ მკაფიოდ თავიანთი აზრი და გვითხრან, ჩვენ, ამომრჩეველს, დღევანდელ რეალობაში, მათი ქმედება აძლიერებს თუ არა მეგის ქარდავასა და მიხეილ სააკაშვილს? არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება გახარია თუ ხაზარაძე, დღევანდელ რეალობაში, ისინი დგანან თუ არა მიხეილ სააკაშვილის გვერდით? ეს მათ სურთ თუ არა ეს უკვე მეორეხარისხოვანია, მაგრამ რეალური სურათით, ისინი დღეს ხომ სააკაშვილის თამაშს თამაშობენ? ამიტომ, არჩევანი მარტივია: ან ირჩევ განვითარებას, ხვალინდელ დღეს, ან – ხელს უწყობ სააკაშვილსა და ახალაიებს წარსულში დაგვაბრუნონ!!!

პს: 2024 წელში შეიძლება, ბევრი რამ სხვანაირად დაჯდეს, მაგრამ დღეს “ოცნებისთვის” ხმის წართმევა სააკაშვილის გაძლიერების ტოლფასია!’’, – წერს ირაკლი ლატარია facebook-ზე.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა: “ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში”.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები