სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი ახალგაზრდობის საჭიროებებზე მომზადებული კვლევებს გაეცნო

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგებს გაეცნენ.

პრეზენტაცია, რომელიც კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია „ეისითის” უფროსმა მკვლევარმა, კესო ესებუამ წარმოადგინა, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე ახალგაზრდობის საჭიროებებს და გამოწვევებს შეეხებოდა.

კვლევის ავტორის განცხადებით, საკვლევი სამუშაოები, თბილისის გარდა, ქვეყნის ათ რეგიონში ჩატარდა და გამოავლინა ის მიგნებები, რომლებიც ახალგაზრდობის საჭიროებებს ასახავს. კვლევის შედეგები კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა შეაჯამა და გაწეული სამუშაოსთვის ფრიდრიხ ებერტის ფონდს და უშუალოდ კვლევაში მონაწილე მხარეებს მადლობა გადაუხადა.

„კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული გამოწვევებია, თუმცა, მათი მოგვარება ერთიან, კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროებმა და სახელმწიფო უწყებებმა კოორდინირებული მუშაობა გასწიონ და კომიტეტის ჩართულობით მომზადდეს შესაბამისი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. მუნიციპალიტეტების დონეზე კი განისაზღვროს პასუხისმგებელი პირი და მოხდეს შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი”, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კვლევაში მოყვანილი ფაქტები და მიგნებები საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას ახალგაზრდების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები