Edison Research-ის ვიცეპრეზიდენტი: რა თქმა უნდა, კვლევები შეიძლება, ცდებოდეს ბოროტი განზრახვის გარეშეც

“რა თქმა უნდა, კვლევები შეიძლება, ცდებოდეს ბოროტი განზრახვის გარეშეც”, – განაცხადა Edison Research-ის ვიცეპრეზიდენტმა, რობ ფარბმანმა.

„კონკრეტული კვლევის კომენტირებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გეთანხმებით, რომ ისევე, როგორც 2020 წელს, ორივე მხარე ცდილობს, შექმნას წინასაარჩევნო რეალობა, რათა გაამართლოს იმ რეალობის უარყოფა, რაც ხმების დათვლის შემდეგ იქმნება. რა თქმა უნდა, კვლევები შეიძლება, ცდებოდეს ბოროტი განზრახვის გარეშეც“, – დაწერა Twitter-ზე რობ ფარბმანმა.

Edison Research-ის ვიცეპრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ხელაშვილის IPSOS-ის გამოკითხვის შესახებ “ტვიტს” გამოეხმაურა.

„გამოკითხვების იარაღად გამოყენება: ფანტაზიების შექმნით, საქართველოს ოპოზიცია ცდილობს არჩევნების დისკრედიტაციას და წინასწარ უარყოფს გარდაუვალ დამარცხებას. გაითვალისწინეთ ტაქტიკის მსგავსება 2020 და 2021 წლების წინასაარჩევნო კვირებში. ასევე, სხვა სქემაზე, უფსკრული ფანტაზიასა და რეალობას შორის 2020 წელს“, – დაწერა გიორგი ხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები