გიორგი ვაშაძე: ეს არჩევნები ხელისუფლების ცვლილებაზეა და არა იმაზე, ჩამოვა თუ არა სააკაშვილი

“ვფიქრობ, მსგავსი ქმედებები არ უწყობს ხელს, რომ, საბოლოოდ, საქართველოს მოქალაქეების დიდმა რაოდენობამ მიიღოს გადაწყვეტილება ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით”, – ასე ეხმაურება „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

ვაშაძის თქმით, ეს არჩევნები ხელისუფლების ცვლილებაზეა და არა იმაზე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა თუ არა.

“ეს არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილებაზე და არა იმაზე, ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში. კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ მთავარ მიზანზე, მივიდეთ ვადამდელ არჩევნებზე. ვფიქრობ, მსგავსი ქმედებები არ უწყობს ხელს, რომ, საბოლოოდ, საქართველოს მოქალაქეების დიდმა რაოდენობამ მიიღოს გადაწყვეტილება ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები