კალაძე: ხუთკაციანი აქციებით ნამდვილად ვერავის შეაშინებენ

„არ გამოვრიცხავ, რომ პროვოკაციები კიდევ მოეწყოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ეს მათი ხელწერაა. თუ გავიხსენებთ ასევე განვლილ არჩევნებს, ვიცით, მათი ხელწერა როგორია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„მაქსიმალურად მშვიდად უნდა ვიყოთ. შესაბამისი სამსახურები უნდა იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულნი, რომ არანაირი პროვოკაცია არ დავუშვათ.

რაც შეეხება აქციებს, აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს ამ ქვეყანაში. თუ ვინმეს მცდელობა აქვს, რომ ვინმე შეაშინოს თავისი ხუთკაციანი აქციებით, ნამდვილად ვერავის შეაშინებენ.

აქცია და ხალხის გამოყვანა თუ უნდათ, მაგასაც ვაჩვენებთ, როგორი ხალხის გამოყვანა შეგვიძლია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები