კახა კალაძე IPSOS-ის კვლევაზე: შეინახეთ ეს კვლევები და 2 ოქტომბერს ვნახავ, რომ ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე IPSOS-ის კვლევას ეხმიანება. მისი თქმით, IPSOS-ის კვლევებს არ ენდობა, რადგან ის საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მიზნითაა შექმნილი.

„შეინახეთ ეს კვლევები და 2 ოქტომბერს, როდესაც ერთმანეთს შევხვდებით, ვნახავ, რა შედეგები დაიდება და მერე შეგვეძლება, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, –

პირველივე ტურში დამთავრდება არჩევნები. ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს თბილისელების მხარდაჭერა და თანადგომა, რასაც ვგრძნობთ ყოველდღიურად და ამისთვის გულწრფელი მადლობა თითოეულ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს.

ჩემი კვლევები, ყველაზე საუკეთესო კვლევებია, ყოველდღიურად ხალხთან შეხვედრა და იმ დამოკიდებულებების და გრძნობების საზოგადოების მხრიდან ჩვენება ჩემთან მიმართებაში, რასაც ძალიან ვაფასებ, ვუფრთხილდები და ეს არის ყველაზე დიდი საზომი და კვლევები ჩემთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგის მიხედვით, კითხვაზე: „შემდეგ კვირას რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას“ პასუხები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 35%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 30%, „საქართველოსთვის – 9%, „ევროპული საქართველო“ – 4%, „ხალხისთვის – 4%, „ლელო“ – 3%, „მესამე ძალა“ – 3%, „ლეიბორისტული პარტია“ – 3%, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 2%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 2%, „დროა“ – 1%, „მოქალაქეები“ – 1%, სხვა პარტიები – 3%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები