Edison Research-ის კვლევის თანახმად, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს გამოკითხულთა 43% ხმას კახა კალაძეს მისცემს, ნიკა მელიას – 30%, გიორგი გახარიას – 12%
Edison Research-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა ასე განაწილდა:
კახა კალაძე – 43%;
ნიკა მელია – 30%;
გიორგი გახარია – 12%;
ანა დოლიძე – 6%;
ანა ბიბილაშვილი – 3%;
სხვა – 6%
ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან – 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3% 95%-იანი სანდოობის დონისთვის.