დღესაა 27 სექტემბერი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, როდესაც ჩვენ დროებით დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, დღეს პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლის წარდგენისას განაცხდა.
„ეს დღე შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ერთიანობა ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებაში. ჩვენი მუსიკალური ვიდეორგოლი, სწორედ ამას გამოხატავს. კერძოდ, ჩვენს სწრაფვას მთლიანობისკენ, ერთიანობისკენ. ასევე ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ერთიანობისკენ, ისეთი ქვეყნისკენ და საზოგადოებისკენ, რომელსაც აერთიანებს სიყვარული. ესაა ჩვენი მუსიკალური რგოლის სულისკვეთება, ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სულისკვეთებაც“, – აღნიშნა კობახიძემ.
სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია.