ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ტაქტიკა გვეხმარება საარჩევნო შედეგის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში

ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ტაქტიკა გვეხმარება საარჩევნო შედეგის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა.

„ისინი საუბრობენ რადიკალიზაციაზე, ქაოსის შემოტანაზე პოლიტიკურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა ასეთ დროს უფრო მობილიზებული იქნება ჩვენი ამომრჩეველი. ბუნებრივია, არავის უნდა ქაოსი და არეულობა ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობ თავისუფლად შეგვიძლია წინა არჩევნების შედეგის გაუმჯობესება“, – აღნიშნა კობახიძემ იმედის „ქრონიკაში”.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები