Edison Research-ის კვლევის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს გამოკითხულთა 36% „ქართულ ოცნებას” მისცემს ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 27%, “საქართველოსთვის“ – 11%

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდნენ ხმას, ალოკაციით, მოსახლეობის პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ – 36%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27%;

„გიორგი გახარია – საქართველოსთვის“ – 11%;

„ლეიბორისტული პარტია“ – 4%;

„ლელო“ – 4%;

„ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი მეტი თავისუფლება“ – 4%;

„ევროპული საქართველო” – 2%;

„გირჩი“ – 2%;

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%;

„პატრიოტთა ალიანსი“ – 2%;

„მოქალაქეები“ – 1%;

„ანა დოლიძე – ხალხისთვის“ – 1%;

„ელენე ხოშტარია – დროა“ – 1%;

სხვა – 3%.

„ფორმულას“ ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან – 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები